გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: დაივიწყეს პატიმრებიც, აქციებიც, ტრამპიც, როგორც კი თოვლი დაინახეს და რეგიონებს გაუჭირდა. ოპოზიციური არხები თითქოს ვერ ხედავენ როგორ არის ჩართული სტიქიასთან ბრძოლაში როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ისე მთავრობა

25-02-2025

უცბად დაივიწყეს პატიმრებიც, აქციებიც, ტრამპიც, როგორც კი თოვლი დაინახეს და როცა რეგიონებს გაუჭირდა მოსული თოვლის გამო, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ოპოზიციური ტელევიზიები თითქოს ვერ ხედავენ და არ ესმით როგორ არის ჩართული სტიქიასთან ბრძოლაში როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, ფეიკ-ნიუსებს ავრცელებენ.


„უცბად დაივიწყეს პატიმრებიც, აქციებიც, ტრამპიც, როგორც კი თოვლი დაინახეს და როცა რეგიონებს გაუჭირდა მოსული თოვლის გამო. ოპოზიციური ტელევიზიები თითქოს ვერ ხედავენ და არ ესმით როგორ არის ჩართული სტიქიასთან ბრძოლაში როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ისე საქართველოს მთავრობა, მაგრამ მორიგი ფეიკ-ნიუსი ხომ უნდა გამოაცხონ, ფულს ტყუილად ხომ არ უხდიან.

არ დაიღალეთ ამდენი ტყუილით და ფეიკის მოგონებით???“ - წერს ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031