გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ამინდის პირობებიდან და უხვი ნალექიდან გამომდინარე პროცესი ცვალებადია

26-02-2025

გურიის რეგიონში დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს თავდაცვის ძალები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამინდის პირობებიდან და უხვი ნალექიდან გამომდინარე პროცესი ცვალებადია. გზებზე ან ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ვითარება შეიძლება შეიცვალოს.


ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის ძალების პირველი ამოცანა კომუნიკაციების უზრუნველყოფა, საკომუნიკაციო გზების დასუფთავებაა. შემდეგ კი, ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება.


„ბევრი სამედიცინო ეკიპაჟია მობილიზებული რეგიონში და ვცდილობთ, ყველა გამოძახება იყოს პასუხგაცემული და ჰქონდეს ყურადღება მიქცეული. ამ დინამიკას შევინარჩუნებთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31