გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ბრიტანეთის თემთა პალატაში ჩატარებული განხილვა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, ანეკდოტურადაც აღარ გამოიყურება, ეს არის ტრაგიკომედია

27-02-2025

„ბრიტანეთის თემთა პალატაში ჩატარებული განხილვა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, ანეკდოტურადაც აღარ გამოიყურება. ეს არის ტრაგიკომედია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ბრიტანეთის ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, საქმე გვაქვს „დიფ სთეიტის“ მთავარ შემორჩენილ იმედთან, რომელსაც გარდაუვალი დასასრულის წინ, "კუდის ქნევის" დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს.


„მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი თავისი სპეცსამსახურებით, კონტროლირებადი მედიით და „ჯიბის“ ლობისტებით, აშშ-ს გადასახედების გადამხდელთა თანხებით, რომლებიც უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ მიზნებს უნდა მოხმარებოდა, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში მისი შავი პიარით იყო დაკავებული - ამ ფონზე ბრიტანეთის თემთა პალატაში ჩატარებული განხილვა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, ანეკდოტურადაც აღარ გამოიყურება.


ეს არის ტრაგიკომედია. ბრიტანეთის ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, ჩვენ საქმე გვაქვს „დიფ სთეიტის“ მთავარ შემორჩენილ იმედთან, რომელსაც როგორც ჩანს ასევე გარდაუვალი დასასრულის წინ, "კუდის ქნევის" დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს.


სულ რაღაც სამ თვეში ქვეყანაში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლებმაც წესით, ნაყოფიერი ნიადაგი უნდა მოუმზადონ იმავე ულტრამემარჯვენე „რეფორმატორების პარტიას“, რაც 2030 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავის შედეგს გამოიღებს. მანამდე კი „დიფ სთეიტის“ ბრიტანული ფილიალი იცლის იმისთვის, რომ სანქციების შემოღებაზე მსჯელობს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არც ერთი "შილინგი" არ გააჩნია გაერთიანებული სამეფოს საბანკო-ეკონომიკურ სივრცეში.


ბრიტანეთის თემთა პალატის ეს ძალისხმევა ამავდროულად საპატიოა საქართველოსთვის, რომელიც „დიფ სთეიტისთვის“ კვლავინდებურად აუღებელ ციხესიმაგრეს წარმოადგენს - და სამარცხვინოა ბრიტანეთისთვის, რომელსაც ქვეყანა თავზე ემხობა, ის კი იცლის იმისთვის, რომ ერთვება სათავისოდ წინასწარ წაგებულ სიტუაციაში,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031