გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა, რაც გლობალური ქარტეხილების ფონზე, ჩვენი ხელისუფლების ბრძნული პოლიტიკით აიხსნება

1-03-2025

“მშვიდობიანი განვითარება უალტერნატივოა-საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


აბაშიძე საქსტატის მონაცემებს ეხმიანება, რომლითაც იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11 პროცენტით გაიზარდა.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ეკონომიკური წინსვლა ასეთ რთულ პერიოდში ყველას ინტერესებშია და მხოლოდ გაიძვერა სექტანტები არიან უკმაყოფილონი, რადგან მათი ბოროტი ვნება რევანშიზმზე აუსრულებადია.


“მშვიდობიანი განვითარება უალტერნატივოა - იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა, რაც გლობალური ქარტეხილების ფონზე, ჩვენი ხელისუფლების ბრძნული პოლიტიკით აიხსნება.


ამასთან, იანვარში ექსპორტი გაიზარდა 19.3%-ით და 403.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის.

რა თქმა უნდა, ეკონომიკური წინსვლა ასეთ რთულ პერიოდში ყველას ინტერესებშია და მხოლოდ გაიძვერა სექტანტები არიან უკმაყოფილონი, რადგან მათი ბოროტი ვნება რევანშიზმზე აუსრულებადია.


მშვიდობა და განვითარება საქართველოს!”, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031