გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი ანალენა ბერბოკს: თქვენ, არ ემსახურებით გერმანიას, ემსახურებით გლობალური ომის პარტიას და ეს გამოჩნდა

4-03-2025

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიმართა და აღნიშნა, რომ ბერბოკი არა გერმანიას, არამედ გლობალურ ომის პარტიას ემსახურება, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ემსახურება საქართველოს.

 

მისივე თქმით, გერმანიის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მიიღო აყვავებული სახელმწიფო და ერთ-ერთ მაჩანჩალად აქცია ევროპაში, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლებამ გაჩანაგებული საქართველო ფეხზე დააყენა.

  

„ქალბატონო ბერბოკ, თქვენ მიიღეთ აყვავებული გერმანია და იმდენი გააკეთეთ, თქვენი აი ამ პოლიტიკით, რომ დღეს თქვენი ქვეყანა ერთ-ერთ მაჩანჩალად აქციეთ ევროპაში, ეს სტატისტიკის მონაცემებია, შეურაცხყოფა არ არის, მეგობრებო, ხოლო ჩვენ მივიღეთ 2012 წელს გაჩანაგებული, დამონებული საქართველო და სწორი პოლიტიკით ქვეყანა ფეხზე დავაყენეთ. თქვენ, არ ემსახურებით გერმანიას, ემსახურებით გლობალური ომის პარტიას და ეს გამოჩნდა. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს და არა გლობალურ ომის პარტიას. ეს არის განსხვავება აგენტებსა და სუვერენიტეტის დამცველ პოლიტიკოსებს შორის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031