გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ

5-03-2025

თვითმმართველობის არჩევნებამდე შვიდი თვე დარჩა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ.


„ამ მოცემულობაში არანაირ არჩევნებზე საუბარი არ და ვერ იქნება. ქვეყანაში დამყარებულია დიქტატურა და კრიტიკულ აზრს ახშობენ. რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ რომ არჩევნებზე დაიწყოს საუბარი, არაადეკვატური იქნება. ის, რაც საქართველოში მოხდა, მას ჩვენ არჩევნებს არ ვუწოდებთ. როდესაც ცესკოს დაკომპლექტების წესი, როდესაც სხვა მიმართულებები იქნება შესაბამისობაში დემოკრატიულ სტანდარტებთან, ამ შემთხვევაში იქნება აზრი საარჩევნო პროცესში მონაწილოების. ამ მოცემულობაში ვინც მონაწილეობას მიიღებს, არის ივანიშვილის თამაშში შეყოლა“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.


საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში ოქტომბერში გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031