გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
9 თვეში შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 7702 ნებართვა გაიცა

30-10-2018

საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7702 ნებართვა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,6 პროცენტით ნაკლები) 4536,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,2 პროცენტით ნაკლები). აღსანიშნავია, რომ ნებართვების 72,0 პროცენტი გაცემულია ქვეყნის 3 რეგიონში, კერძოდ: ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,0 პროცენტი ქ. თბილისშია, 13,2 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ში და 10,8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში.


ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის  ეროვული ცენტრი ავრცელებს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი 56,1 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზეა განაწილებული, კერძოდ: 28,9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 15,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.


მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1453,5 ათასი კვ.მ ფართობის 1830 ობიექტი, რაც 15,9 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31