გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვემზადებით და ჩვენ გეგმაში არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ

5-03-2025

„ვემზადებით და ჩვენ გეგმაში არის, რომ [თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ,“- განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.


რაქვიაშვილის თქმით, ისინი დააკვირდებიან თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ამასთან, აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, ოპოზიციური პარტიები „პარლამენტში რომ არ შევიდნენ, რა ხეირი მიიღეს ამისგან“.


„თან დავაკვირდებით ზოგადად მოვლენებს, როგორ განვითარდება და თუ ე.წ. თავის თავს რომ ეძახიან, ბარიერგადალახული პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას, სხვა პრობლემა გვექნება, რამდენი ადამიანი ვიპოვოთ, რომ საკრებულოებში გავიყვანოთ. მე ისიც არ მესმის პარლამენტში რომ არ შევიდნენ, რა ხეირი მიიღეს ამისგან, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჭორების დონეზე, ასე ვთქვათ, რომ ელოდებიან ვინ იტყვის პირველი, რომ მას ქოცები დაუძახონ, მერე თქვან, რომ ისინი უკვე იღებენ მონაწილეობას და ბარემ ჩვენც მივიღებთო,“- განაცხადა რაქვიაშვილმა.  

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930