გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: „გამჭვირვალობის კანონის" მიღებისას, NGO-ების ნაწილი საუბრობდა, რომ მათ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა კი პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან, ეს არის ერთგვარი აღიარება

7-03-2025

როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ", NGO-ების ნაწილი საუბრობდა, რომ მათ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა კი, არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, არამედ პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ესტონეთში დარეგისტრირებას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები.


„ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები, ამის პირდაპირი, გადატანითი და ყველანაირი მნიშვნელობით. როდესაც შენ რეგისტრირდები უცხოურ ორგანიზაციად და, რეალურად, აწარმოებ საკუთარ საქმიანობას საქართველოში, ეს ყველაფერზე მეტყველებს.


თქვენ გახსოვთ, თავის დროზე, როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ" ისინი საუბრობდნენ, რომ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად. არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, ისინი პირდაპირ რეგისტრირდებიან უცხოურ ორგანიზაციებად. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. სინამდვილეში, აქ არაფერ შუაში იყო სტიგმატიზაცია და სხვა საკითხები, რეალურად, ესენი არიან უსამშობლო ორგანიზაციები, რომელთა ერთადერთი დაკვეთა და დავალებაა - დაუპირისპირდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031