გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, "სლავა უკრაინის" მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით - ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი

9-03-2025

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, უკრაინის მხარდამჭერები აედევნენ შეძახილებით.


"დღეს, ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, "სლავა უკრაინის" მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით. ჩემი ქალიშვილი სულ უფრო ღელავდა და ეშინოდა.


მე გადავწყვიტე მომიტინგეებთან დალაპარაკება იმ იმედით, რომ ჩემს პატარა ბავშვს თავს დაანებებდნენ (თითქმის ყველა მათგანი დათანხმდა).

ეს იყო, ძირითადად, თავაზიანი საუბარი, მაგრამ თუ თქვენ 3 წლის ბავშვს აედევნებით პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში, იცოდეთ, რომ ნაგავი ხართ", - წერს ჯეი დი ვენსი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031