გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: კეზერაშვილის ჯიბის ჟურნალისტები, რით განსხვავდებით მარიხუანას „ბარიგებისგან“, ისინი თუ მხოლოდ ფინანსური სარგებლობისთვის ყიდიან, თქვენ ყველანაირი სიბინძურის „დისტრიბუციას“ რომ ემსახურებით ვერ ატყობთ, რას დაემსგავსეთ

10-03-2025

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მამუკა მდინარაძემ კონკრეტულად, მარიხუანას გამყიდველებთან დაკავშირებით გააკეთა აქცენტი. ანუ , ე.წ. " ბარიგებს" შეეხებათ კანონი.


„ყველაზე ამორალურ კონკლავად ჩამოყალიბდა "ფორმულა". ჯერ ერთი - მამუკა მდინარაძემ კონკრეტულად, მარიხუანას გამყიდველებთან დაკავშირებით გააკეთა აქცენტი. ანუ , ე.წ. " ბარიგებს" შეეხებათ კანონი. და მეორე - კეზერაშვილის ჯიბის ჟურნალისტები, რით განსხვავდებით მარიხუანას " ბარიგებისგან", ისინი თუ მხოლოდ ფინანსური სარგებლობისთვის ყიდიან, თქვენ ფინანსურთან ერთად, ყველანაირი სიბინძურის "დისტრიბუციას" რომ ემსახურებით ვერ ატყობთ, რას დაემსგავსეთ, თქვენი "მამამთავარ-ბარიგა" კეზერაშვილის ხელში?!”- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031