გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: 9 წელი მიესაჯა სააკაშვილს - მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებსა და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ

12-03-2025

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ელიტური კორუფციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


ქადაგიძის თქმით, მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებსა და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ.


„9 წელი მიესაჯა სააკაშვილს. მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებს და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ. ასე რომ, მთელი ამისი საგვარეულო მადლობას უნდა უხდიდეს „ქართულ ოცნებას“, 2012-წლამდელი შეკრებითობის პრინციპით, რომ არ მიესაჯა. ხოლო მსჯავრის მოხდის ადგილი, გაუმართლებელი და აბსოლუტურად უსამართლო. გადაათრიეთ იქ, სადაც სამართლიანად ეკუთვნის,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031