გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე უნგრეთის მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ეწვია

13-03-2025

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის (Fidesz) ცენტრალურ ოფისს ეწვია.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) პრეზიდენტ იშტვან მოჰაჩისთან.


შეხვედრას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი დორა ჰიდაში და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე ზოლტან ლუკაჩი დაესწრნენ.


მხარეებმა ქართული ოცნებისა და ფიდესის ახალგაზრულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.


გიორგი ჩაკვეტაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930