გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ჩეხეთის პარლამენტი, ფაქტობრივად, იგნორირებას უკეთებს და აფურთხებს საქართველოს 1,2 მლნ მოქალაქის არჩევანს, უხეშად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არ აღიარებს საქართველოს არჩევნების შედეგებს და სანქციებს ითხოვს ჩვენს ოფიციალურ პირებზე

13-03-2025

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში კიდევ ერთი სოლი ჩაარჭო, ამჯერად, ჩეხეთის სენატის აშკარად პროვოკაციულმა რეზოლუციამ "საქართველოში კრიზისზე და მის ზეგავლენაზე ჩეხეთის რესპუბლიკისთვის,“- წერს ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ცრუ ნარატივებსა და ტენდენციურ აღქმებზეა აგებული, ჩეხეთის პარლამენტი ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებს და აფურთხებს საქართველოს 1,2 მლნ მოქალაქის არჩევანს, უხეშად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არ აღიარებს საქართველოს არჩევნების შედეგებს და სანქციებს ითხოვს ჩვენს ოფიციალურ პირებზე.


„საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში კიდევ ერთი სოლი ჩაარჭო, ამჯერად ჩეხეთის სენატის აშკარად პროვოკაციულმა რეზოლუციამ "საქართველოში კრიზისზე და მის ზეგავლენაზე ჩეხეთის რესპუბლიკისთვის." ამ თავიდან ბოლომდე ცრუ ნარატივებსა და ტენდენციურ აღქმებზე აგებული განცხადებით, ჩეხეთის პარლამენტი: ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებს და აფურთხებს საქართველოს 1,2 მლნ მოქალაქის არჩევანს, უხეშად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არ აღიარებს საქართველოს არჩევნების შედეგებს და სანქციებს ითხოვს ჩვენს ოფიციალურ პირებზე. განცხადება ვერაფრით ასაბუთებს, რომ ჩვენს ქვეყანაში კრიზისია, და ვერც იმას, თუ საქართველოს მოვლენებმა რა ზეგავლენა უნდა მოახდინოს ჩეხეთზე რეზოლუციაში ხაზგასმულია სალომე ზურაბიშვილის როლი არჩევნების არაღიარებაში, და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება თუ რამხელა სამსახური გაუწია მან ამით ოპოზიციას, რომელიც ეხლა ვალშია მასთან,“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031