გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: სასაცილოზე მეტია, გახარიას გუნდიდან ვინმე ხმას ამოიღებს და კახი კალაძეს „კაცობაში ჩაჭრილს და ჭორიკანას“ რომ უწოდებს

13-03-2025

სასაცილოზე მეტია, გახარიას გუნდიდან ვინმე ხმას ამოიღებს და კახი კალაძეს „კაცობაში ჩაჭრილს და ჭორიკანას“ რომ უწოდებს…კაცობაში ჩაჭრილზე, მოღალატეზე და უკნიდან გუნდისთვის დანის ჩამცემზე თუ ვინმე გახსენდება პირველ რიგში გახარია უსათუოდ,- ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წვერი, ლევან ნიკოლეიშვილი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის, მიერ კახი კალაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას.


ნიკოლეიშვილის თქმით, გახარიას გუნდი სავსეა ჭორიკანებით და პოლიტიკოსად ვერავის მოიაზრებ.


„სასაცილოზე მეტია გახარიას გუნდიდან ვინმე ხმას ამოიღებს და კახი კალაძეს „კაცობაში ჩაჭრილს და ჭორიკანას“ რომ უწოდებს...კაცობაში ჩაჭრილზე, მოღალატეზე და უკნიდან გუნდისთვის დანის ჩამცემზე თუ ვინმე გახსენდება პირველ რიგში გახარია უსათუოდ. ხოლო რაც შეეხება მის გუნდს ჭორიკანები არიან სწორედ, აბა პოლიტიკოსად რომელს მოიაზრებს ადამიანი?! ხომ მართლა ვერც „კრიატივს“ ვერ წაართმევ მათ-ნარკოტესტი სად ვისთან უნდა გაიკეთო? უცხოეთში რა თქმა უნდა, ოღონდ აუცილებლად კარდიოლოგთან...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031