19-03-2025
„როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა.
ანალიტიკოსის განცხადებით, გილაური ისეთივე უშანსოა, როგორც სალომე ზურაბიშვილი და მის დასავლელ კურატორებს გაწბილება ელით.
„როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია. გაწბილდებიან ნიკა გილაური და მისი დასავლელი კურატორები, რადგან რადიკალების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ის ვერ გახდება. უშანსოა, როგორც ტრაგიკომიკური სალომე ზურაბიშვილი. აწი იქნება ცალკეული ამერიკელი პოლიტიკური აქტორების ბლა ბლა კომენტარები საქართველოს ექსპრემიერ გილაურზე, შეკვეთილი უხარისხო სტატიები და ა.შ.
FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა. გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Continental Strategy-ი წარმოადგენს Reformatics-ის ინტერესებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების ყოვლისმომცველი პროგრამის ფარგლებში. საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს ლობირებას, საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას და აშშ-ის პოლიტიკოსებთან ურთიერთობას. გარდა ამისა, „Continental strategy-ი ხელს შეუწყობს აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დასამყარებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას,“ - წერს გია აბაშიძე.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||