გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაპონელი ინფლუენსერები საქართველოს სამთო კურორტებს გაეცნენ

20-03-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიიდან ჟურნალისტებს,  ბლოგერებს, ფოტოგრაფებსა და მოთხილამურე ინფლუენსერებს უმასპინძლა.


პრესტურის მონაწილეები ესტუმრნენ ბახმაროს, სადაც სამთო კურორტის პოტენციალს გაეცნენ.  გურიის შემდეგ 6 კაციანი ჯგუფი სვანეთს ეწვია. იაპონური მედიის წარმომადგენლებმა ჰაწვალისა და თეთნულდი სამთო ტრასები დაათვალიერეს,  გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, სვანეთის კულტურასა და  სამზარეულოს.

 

“ჩვენ მოვიარეთ ბახმარო და სვანეთი,  ძალიან მოგვეწონა სრიალი,  საოცარი შთაბეჭდილებები მივიღეთ, იაპონიაში არსადაა მსგავსი ადგილი, სადაც ასეთ გამოცდილებას მიიღებ. ვფიქრობ იაპონელები უნდა ეწვიონ საქართველოს და ისრიალონ“-ამბობს ტურის მონაწილე ტაკაჰირო იამა.


„ბახმაროც და მესტიაც უნიკალური ადგილებია, ბახმაროში სახლებს შორის ვსრიალებდით, რაც არასდროს გაგვიკეთებია, იაპონიაში ძალიან კარგი და უხვი თოვლი მოდის, მაგრამ ბახმაროს ვერაფერი შეედრება, სუპერ უნიკალურია, სვანეთში ვეწვიეთ დიდ სამთო კურორტს, რომელიც ძალიან მოგვეწონა, ჩვენ გავეცანით ქართულ კულტურას, სამზარეულოს. საქართველო ძალიან გამორჩეულია ჩვენთვის“-განაცხადა გენკიმ,  ტურის მონაწილემ.

 

მედია ტურის ფარგლებში, იაპონური ტელევიზიებისთვის საქართველოს შესახებ სიუჟეტები მომზადდება, სოციალურ ქსელებში კი საქართველოს ზამთრის კურორტებზე  სთორები, ფოტოები და რილსები გავრცელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031