გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბესო ხარძიანი: ხალხი გარედან ვერ ახერხებდა მაშინ კრედიტის აღებას და ბესო ხარძიანმა მოახერხა, რომ ციხიდან, კონკრეტულად თიბისი ბანკიდან აეღო 120 000 დოლარი

21-03-2025

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა ისაუბრა თუ როგორ ააღებინეს პატიმრობაში მყოფ მამამისს სესხი „თიბისი“ ბანკიდან.


როგორც მან აღნიშნა, მაშინ როცა ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა კრედიტის აღებას ბესო ხარძიანს „თიბისი“ ბანკმა 120 ათასი დოლარი მისცა სესხის სახით.


„120 ათასი დოლარი რომ ვახსენე ციხის ეპიზოდზე, როდესაც პატიმრობაში იყო და ვალის დათმობა გააკეთებინეს, ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა მაშინ კრედიტის აღებას და ბესო ხარძიანმა მოახერხა რომ კონკრეტულად „თიბისი“ ბანკიდან აეღო 120 ათასი დოლარი. რა ვიცი შეიძლება ჩვენ ვერ მოვახერხოთ, ახლა რომ მივიდეთ კრედიტი არ გამოგვატანონ და იმდროინდელ გლდანის ციხეში თუ იყავ ბესო ხარძიანი ან მისნაირი პატიმარი თავისუფლად, ნებისმიერ თანხას აიღებდი“, - განაცხადა ბესო ხარძიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031