გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სვანეთში სათხილამურო ტურნირი „ზურულდის თასი 2025" გაიმართა

23-03-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით სვანეთში, კურორტ ჰაწვალზე სათხილამურო ტურნირი „ზურულდის თასი 2025" გაიმართა.


ტურნირში მოყვარული მოთხილამურეები მონაწილეობდნენ, გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ.


ტურნირის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ, ჰაწვალზე სხვადასხვა ტიპის აქტივობები გამართა. მოეწყო კვების სივრცე და ფოტო ზონა. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე დიჯეიმ იზრუნა.


ღონისძიების მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაცია, რეგიონის სეზონურობის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031