გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Hilton Garden Inn Tbilisi- 2025 წლის ჯავშნები 2024 წლის პერიოდს აღემატება

25-03-2025

სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი ნინო ურუშაძე 2024 წელს დადებითად აფასებს, მისი თქმით გასულ წელს როგორც სასტუმროს ნომრებიდან, ისე სასტუმროში გამართული ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა.


“2024 წელი წარმატებული იყო, RevPAR მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც დატვირთვასა და საშუალო გასაყიდ ფასს აერთიანებს, 2023 წელთან მიმართებაში ჩვენ ორნიშნა პროცენტული ზრდა დავაფიქსირეთ “, – აცხადებს ნინო ურუშაძე.


„2025 წლის ზამთრის სეზონზე დაბალი მოთხოვნა გვქონდა, თუმცა მარტიდან დატვირთულობის ზრდის ტენდენციები შეინიშნება და წლის ბოლომდე 2024 წლის მონაცემების გაუმჯობესებას ვპროგნოზირებთ, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ჯავშნების რაოდენობა აღემატება იგივე პერიოდის წინა წლის მონაცემებს“,-აცხადებს Hilton Garden Inn Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031