გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ერთი დღე ჯარში“ - პროექტის ფარგლებში მე-5 საარტილერიო ბრიგადას თბილისისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

25-03-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე პროექტი - „ერთი დღე ჯარში“ აქტიურად მიმდინარეობს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, ვაზიანის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო, რუსთავის მე-9 საჯარო და თბილისის კერძო სკოლა „აისის“ 100-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ მე-9 კლასების მოსწავლეები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი - „სამხედრო საქმე“.


მოზარდებს ჯარისკაცის ცხოვრების წესის, მათი ყოველდღიურობის გაცნობის, მათთან გასაუბრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.


სტუმრებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დიდი ინტერესით დაათვალიერეს. ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე გმირთა მემორიალთან, მოსწავლეებმა დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ვიზიტის დასასრულს კი, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, რეგულარულად ხორციელდება მოსწავლეთა ვიზიტი ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებში. პროექტი ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031