გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციურ ტელევიზიებს: თვის ბოლოს, ხაზარაძე ხელფასს რომ ჩაგირიცხავთ და კეზერაშვილი, ტელევიზიის წილებს გადაგიფორმებთ, გაითავისეთ - უდანაშაულო ადამიანების სისხლზე და უბედურებაზე ნაშოვნი ჯამაგირია ეგ!

25-03-2025

კომისიის სხდომის გაშუქების ნებას თქვენი პატრონები არ მოგცემენ, მაგრამ ოდნავ მაინც თუ გაწუხებთ, ვის ჯიბეში სხედხართ? - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ოპოზიციური ტელეკომპანიების მისამართით.


როგორც ქადაგიძე აცხადებს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას, ისევე როგორც მართლმსაჯულებას, თავს მაინც ვერ აარიდებენ კონკრეტული პირები, შესაბამისად, მოუწოდებს "ტვ პირველის" და "ფორმულას" წარმომადგენლებს, ეს ხაზარაძეს და კეზერაშვილსაც შეახსენონ.


„ტელეკომპანია პირველი“, „ფორმულა“, კომისიის სხდომის გაშუქების ნებას, თქვენი პატრონები არ მოგცემენ, მაგრამ ოდნავ მაინც თუ გაწუხებთ, ვის ჯიბეში სხედხართ? სხვის ფულებს ითვლით, სხვის გაკეთებულ საქმეებს გამადიდებელი შუშით აკვირდებით და თქვენი ნაძირალა პატრონების ნამოქმედარს ოდნავადაც არ იმჩნევთ. თვის ბოლოს, ხაზარაძე ხელფასს რომ ჩაგირიცხავთ და კეზერაშვილი, ტელევიზიის წილებს გადაგიფორმებთ, გაითავისეთ - უდანაშაულო ადამიანების სისხლზე და უბედურებაზე ნაშოვნი ჯამაგირია ეგ! აი თქვენ პატრონებს კი შეახსენეთ, კომისას და მართლმსაჯულებას, მაინც ვერ აარიდებენ თავს, საკუთარი ნამოქმედარის პროპორციულად, კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031