გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Edelweiss Air იწყებს

26-03-2025

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება. Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი - თბილისი - ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 20 მარტს მიანიჭა.


Edelweiss Air-ი ორიენტირებულია დასვენებისა და მოგზაურობის მსურველებისთვის ტურისტული მიმართულებების შეთავაზებით. ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელმისაწვდომს გახდის საქართველოსა და შვეიცარიას შორის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031