გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ ქარელი: სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს

26-03-2025

2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ერგნეთის ბაზრობის გაუქმების შესახებ ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, რომ ერგნეთის ბაზრობა „უნდა დაიხუროს, საერთოდ გაუქმდეს“.


„ეს გახლდათ 2004 წლის გაზაფხულის, შეიძლება ეს იყო მარტის თვეს და მარტის თვეში ვმუშაობდით, რომ ალტერნატიული გზები მოგვეძებნა. ჩვენ გარკვეული შეთავაზებებიც გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რადგან ჩვენ, ადგილობრივ ხელისუფლებას, რა ბერკეტები უნდა გვქონოდა კრიმინალებთან ბრძოლის და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში იყო დუმილი, ამ თემაზე ჩვენ აღარ გვიმსჯელია და სადღაც აპრილის თვეში, თუ არ ვცდები, სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, პირადად მე მითხრა, რომ უნდა დაიხუროს, გაუქმდეს, საერთოდ ერგნეთის ბაზრობის გახსენებაც აღარ უნდა და ა.შ. მისი ჩვეული რიტორიკით და პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნა შესრულებული იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა“, - განაცხადა მიხეილ ქარელმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930