გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქოიავა 2008 წლის ომზე: როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, დაუძახეს „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ადეიშვილი

27-03-2025

მას შემდეგ რაც გეგმა დაიგლიჯა, ფაქტობრივი მართვა საბრძოლო მოქმედების გადავიდა პოლიტიკოსებთან, - განაცხადა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ.


მანვე კეზერაშვილის თათბირი გაიხსენა, რომელსაც ასევე ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. მისივე თქმით, მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე.


„როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, ვიღაცას იქ დაუძახეს შემოდითო, „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი. უმეტესობას არც ვიცნობდი მაშინ, სავარაუდოდ პოლიტიკური სპექტრი და კომისრები იყვნენ. მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე, მმართველი პარტიის გარკვეული ფენიდან“, - განაცხადა ლაშა ქოიავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031