გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ქოიავა: გეგმის მიხედვით საბრძოლო მოქმედება უნდა დაწყებულიყო 8 აგვისტოს დილის 7 საათზე. შუადღეს გადაცილებული იყო და მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა. ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და დაგვრთეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედება

27-03-2025

2008 წელს სახმელეთო ჯარების ცალკეული სამედიცინო ბატალიონის (საველე ჰოსპიტალი) უფროსმა, ლაშა ქოიავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდზე საუბროს.


კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის კითხვის პასუხად თუ რა ხდებოდა 7-8 აგვისტოს საღამოს და ღამეს, ქოიავამ აღნიშნა, „ჩვენ გავედით სასტარტო პოზიციებზე, ზოგიერთი დანაყოფი მანამდე იყო გასული, მაგრამ გეგმის მიხედვით საბრძოლო მოქმედება უნდა დაწყებულიყო 8 აგვისტოს დილის 7 საათზე“.


მისივე თქმით, „საბრძოლო მოქმედებები არ უნდა დაწყებულიყო, სამხედრო გეგმით არ იყო გაწერილი, დაიწყო საარტილერიოს დამუშავება ცხინვალის. ეს იყო 7 აგვისტოს 23:42 წუთზე“.


„სამხედრო გეგმით ეს გათვლილი არ იყო, ცხინვალში სამხედროების შესვლაც არ იყო გათვლილი. ველოდებოდით ჟურნალისტებს. [8 აგვისტოს] დილის 7 საათზე უნდა დაწყებულიყო ყველა დანაყოფის მოძრაობა. შუადღეს გადაცილებული იყო და საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა. ჟურნალისტები უკვე ჩამოვიდნენ და დაგვრთეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედება“, -განაცხადა ლაშა ქოიავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31