გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანა წითლიძე: არჩევნებზე რა მოხდა, ვინმემ გააკეთა იმის ანალიზი? ცესკოს ოქმები რომ ჰქონდათ „ახლებს“ მიტანილი, ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები იყო და ეგონათ, ეგ იყო გაყალბების მასალები

2-04-2025

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარტია „გირჩის“ იუთუბ არხზე, გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის ანალიზი გაკეთებული, თუ რეალურად რა მოხდა არჩევნებზე.


„არჩევნებზე რა მოხდა, ვინმემ გააკეთა იმის ანალიზი? დებილურ ორსაათიან პრეზენტაციებს რომ გვანახებდნენ ხოლმე და ცესკოს ოქმები რომ ჰქონდათ „ახლებს“ მიტანილი, ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები რომ იყო და რომ ეგონათ, ეგ იყო გაყალბების მასალები. ამ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან ანალიზი არ არის გაკეთებული, რა უქნა ბიძინამ მათ არჩევნებზე. არ იციან. აზრზე არ არიან. ამიტომ ყველა არჩევნებზე, სადაც გავლენ, ბიძინა ისევ მაგას გაუკეთებს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031