გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „დიფ სთეითს“ ღრმა ფესვები აქვს გადგმული დასავლურ სისტემაში და საქართველოში ასულდგმულებს უსამშობლოთა კლასტერს

3-04-2025

სახეცვლილი „დიფ სთეითის“ ფონზე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის გულდასმითი შეფასება აშშ-სთან ახალ ურთიერთობაზე - სიფრთხილე და სუვერენიტეტის დაცვა კვლავაც აქტუალურია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც მან აღნიშნა, „დიფ სთეითს“ ღრმა ფესვები აქვს გადგმული დასავლურ სისტემაში და საქართველოში ასულდგმულებს უსამშობლოთა კლასტერს.

მისივე თქმით, დაუფარავი შეტევები გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, სხვაგვარ არხებში გადაინაცვლებს, რადგან საქართველოსადმი გეოპოლიტიკური ცხოველი ინტერესი არსად გამქრალა.


„სახეცვლილი "დიფ სთეითის" ფონზე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის გულდასმითი შეფასება აშშ-სთან ახალ ურთიერთობაზე - სიფრთხილე და სუვერენიტეტის დაცვა კვლავაც აქტუალურია. საქართველოს მმართველი გუნდისა და საზოგადოების უმრავლესობის ერთიანობით, ჩვენმა საგარეო არაკეთილმოსურნეებმა ვერაფერი დაგვაკლეს, უფრო გავძლიერდით, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება. „დიფ სთეითის“ ღრმა ფესვები აქვს გადგმული დასავლურ სისტემაში და საქართველოში ასულდგმულებს უსამშობლოთა კლასტერს.


ცხადია, დაუფარავი შეტევები გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, სხვაგვარ არხებში გადაინაცვლებს, რადგან ჩვენდამი გეოპოლიტიკური ცხოველი ინტერესი არსად გამქრალა. მით უმეტეს, საქართველო იძენს მზარდ როლს ფართო რეგიონში. როგორც ბრიტანეთის მე-19 საუკუნის სახელმწიფო მოღვაწემ ლორდ პალმერსტონმა აღნიშნა, მუდმივი მტრები და მოკავშირეები არ არსებობენ, ინტერესები კი ყველას მუდმივი აქვს. საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს პრინციპულად და ფაქიზად იცავს "ქართული ოცნება" და ასეც გაგრძელდება ჩვენი ხალხის დაკვეთით“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031