გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში გიდები გადამზადდნენ

4-04-2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალციხეში გიდებისთვის ტრენინგი გაიმართა. გადამზადების კურსი ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხესთან" თანამშრომლობით შედგა. „გიდის პროფესიული უნარები, რეგიონული ტურიზმის დაგეგმარება და პიროვნული ზრდა“-სასწავლო კურსს 26 დამწყები და პრაქტიკოსი კულტურული ტურიზმის გიდი ესწრებოდა.  ტრენინგი  ტურიზმის აკადემია „ნიუკას“-თან თანამშრომლობით მოეწყო.


ტრენინგის ფარგლებში თეორიული ლექციები და ინტერაქციული სემინარები გაიმართა. სასწავლო კურსი გიდის პროფესიის საბაზისო უნარებს მოიცავდა.


ტრენინგის მიზანია გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი ნორმებით პროფესიული უნარების ელემენტების პრაქტიკულო დემონსტრაცია და ათვისება.


სასწავლო პროგრამა ღვინის, გასტრონომიის და ტურისტული რესურსების შესწავლას და ტურისტული პროდუქტების დაგეგმარებას მოიცავდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის სრულიად უსასყიდლოდ ტრენინგებს აგრძელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930