გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას

1-11-2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ქვეყნისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა.


მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებამ შესაძლოა ძალიან სახიფათო პროცესები გამოიწვიოს.


„ეს არის უმნიშვნელოვანესი, ძალიან საპასუხისმგებლო არჩევანი ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, და ხვალინდელი დღისთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას, წარსულში დაბრუნდება თუ სვლას ხვალინდელი, უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისკენ გააგრძელებს. შეიძლება საპრეზიდენტო მანდატის გამოყენება ისეთი დესტრუქციულიც იყოს, იმ პრეზიდენტის ხელში, რომელსაც შეწყალება ჰგონია, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს. ამან შეიძლება ძალიან სახიფათო პროცესები გამოიწვიოს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930