გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ 200-მდე სკოლის მოსწავლესა და სტუდენტს უმასპინძლა

1-11-2018

საქართველოს მთავარ პროკურატურას 200-მდე სკოლის მოსწავლე და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი სტუმრობდა. განხორციელებული შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობისა და სტაჟირების სისტემის შესახებ პრაქტიკოსი პროკურორებისგან მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, იმსჯელეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკასა და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე. პროექტი ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის მომართვის საფუძველზე განხორციელდა.


შეხვედრები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების 2 ჯგუფთან გაიმართა და ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა - მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მათთვის აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს. მომხსენებლებმა კი მონაწილეებს  საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ესაუბრეს პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, საქართველოში მოქმედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. ასევე, სტაჟირების სისტემაზე, პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობასა და უპირატესობებზე. 

 

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31