გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნა

1-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის #408  ბრძანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნა.

 

 

ალექსანდრე ხვთისიაშვილი კარიერული დიპლომატი გახლავთ. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან  საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 

 

მას  საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს -  2011-2014 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი იყო, ხოლო  2010-2011 წლებში – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი.

 

 

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველოს მრჩეველი იყო.

 

 

ალექსანდრე ხვთისიაშვილს გასულ წელს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი მიენიჭა. მინისტრის მოადგილის რანგში ის მოვალეობის შესრულებას  დღეიდან შეუდგება.

 

 

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31