გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია პაატა ბურჭულაძეზე: ეს ცეკა/ტეკას კალთაში გამოზრდილი, თხემიდან ტერფამდე მართლა რუსი რომ ვინმეს რუსს და რუსეთუმეს დაუძახებს, ამაზე ამორალური კაცი არ დადის დედამიწაზე - რა უნდა ამას 9 აპრილს რუსთაველზე?

9-04-2025

გიორგი გამსახურდია, ოპოზიციონერ პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან სოციალურ ქსელში ნაწყვეტს აქვეყნებს, სადაც ბურჭულაძე აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც რუსი ბანი და მისთვის დიდი პატივია, რომ რუსული სკოლის წარმომადგენელია.


გამსახურდიას თქმით, ბურჭულაძე, რომელიც თხემიდან ტერფამდე რუსია, სხვას უწოდებს რუსს და რუსეთუმეს და მისი ადგილი 9 აპრილს რუსთაველზე არ არის.


„აი ეს ცეკა/ტეკას კალთაში გამოზრდილი, თხემიდან ტერფამდე მართლა რუსი, რომ ვინმეს რუსს და რუსეთუმეს დაუძახებს... ამაზე ამორალური, კაცი არ დადის დედამიწაზე... რა უნდა ამას საერთოდ 9 აპრილს რუსთაველზე? მავზოლეუმთან უნდა ეგდოს, ან "პაკლონნაია გარაზე". ვერ მოვიცილეთ ეს შავი ჭირი, ეს მანქურთები ქვეყანამ“ - წერს გიორგი გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31