გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: უსამშობლოების 9 აპრილის მემორიალთან დგომა და „ადგილის გამაგრება“ ძალიან ჰგავს საბჭოთა ჯარების 1989 წელს რუსთაველზე შეჭრას

9-04-2025

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, სადაც რადიკალების ჯგუფმა მოქალაქეებს არ მისცა დაღუპულებისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა.


ნიკოლეიშვილი პარალელს ავლებს 1989 წელს საბჭოთა ჯარების რუსთაველზე შეჭრასთან და აღნიშნავს, რომ თუ მათ ნიჩბები ეჭირათ, დღეს შეკრებილები გესლით და პროვოკაციით არიან შეიარაღებული და უცხოელების მიერ არიან დაგეშილი.


„უსამშობლოების 9 აპრილის მემორიალთან დგომა და იქ „ადგილის გამაგრება“ ძალიან ჰგავს საბჭოთა ჯარების 1989 წლის რუსთაველზე შეჭრას, განსხვავება ისაა, რომ მათ თუ მესანგრეთა ნიჩბები ეჭირათ ხელში, ამათ უცხოელების დაგეშილებს, გესლი და პროვოკაციები აქვთ მომარაგებული, რასაც ასევე იყენებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930