გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებს ქველმოქმედმა უშანგი ყურაშვილმა ბუცები გადასცა

10-04-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მკვიდრი - ძიუდოში ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი უშანგი ყურაშვილი აგრძელებს ქველმოქმედებას.


კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და უშანგი ყურაშვილთან ერთად კასპის საფეხბურთო სკოლას ესტუმრნენ.


 ქველმოქმედმა, სკოლის წარმატებულ ბავშვებს საჩუქრად ფეხბურთის ბუცები გადასცა.


 ვახტანგ მაისურაძემ, სკოლის მენეჯერმა და მწვრთნელმა უშანგი ყურაშვილს მადლობა გადაუხადეს  უანგარო ქველმოქმედების და ბავშვებში მოტივაციის ამაღლებისათვის რომელიც მათ წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31