გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

10-04-2025

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება 4-ცმც-ს (კლეფედრონი), რაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ამოღებულ იქნა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებს შედეგად.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031