გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს აქციებზე დგანან, გინდათ კი ამ ადამიანების გვერდში დგომა, რომლებიც ისევ ისე მოიქცევიან თუ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, როგორც როინ შავაძეს მოექცნენ და პირველი სამიზნეები თქვენ იქნებით

10-04-2025

ხომ ვიცოდით ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც როგორი მძიმე მოსასმენი იყო ის, რასაც უდანაშაულო, სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდა სერჟანტის როინ შავაძის მეუღლე ყვებოდა - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შესახებ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული როინ შავაძის მეუღლემ, მკვლელობის დეტალების შესახებ ისაუბრა.


მისი თქმით, იმ ძალების დაბრუნება, რომლებიც წარსულში ძალადობრივ მეთოდებს მიმართავდნენ, საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოხატავენ პროტესტს.


„ხომ ვიცოდით ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც როგორი მძიმე მოსასმენი იყო ის, რასაც უდანაშაულო, სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდა სერჟანტის როინ შავაძის მეუღლე ყვებოდა.


ამის პატიება ნამდვილად შეუძლებელია. მე მიკვირს იმ ხალხის, ვინც დღეს ისევ მხარს უჭერს ამ ავაზაკებს და ცდილობს მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს აქციებზე დგანან, გინდათ კი ამ ადამიანების გვერდში დგომა, რომლებიც ისევ ისე მოიქცევიან თუ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, როგორც როინ შავაძეს მოექცნენ და პირველი სამიზნეები თქვენ იქნებით, ეს კი ასე იქნება“, - წერს ფოჩხუა facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031