გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „ნაცმოძრაობამ“ სერჟანტ როინ შავაძეს მიწიერი ჯოჯოხეთი მოუწყო - ეს პარტია საჯარო სივრციდან უნდა გაქრეს

10-04-2025

ექსპერტი გია აბაშიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომას გამოეხმაურა, სადაც სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ ტრაგიკული ამბის დეტალები საჯაროდ კიდევ ერთხელ გაიხსენა.


მისი თქმით, გარდა რუსეთის თანაოკუპანტობისა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება თავადაც ახორციელებდა ეგზეკუციებს და მძიმე დანაშაულებს საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ.


„მიწიერი ჯოჯოხეთი მოუწყვეს რეჟიმის ერთ-ერთ მსხვერპლს, სერჟანტ როინ შავაძესაც, რომლის სულის შემძვრელი ისტორია კვლავ მოვისმინეთ მისი ქვრივისგან პარლამენტში; არცერთი რანგის ნაცჯალათი ასცდება ჩადენილს.


რუსეთის თანაოკუპანტობასთან ერთად, სააკაშვილის „ნაცისტურმა“ მმართველობამ თავადაც განახორციელა ეგზეკუცია ჩვენს თანამემამულეებზე; ვაგლახ, რომ კრიმინალებს ნაცრეჟიმის ეპოქის „გულაგები“ არ ელოდებათ.


ნებისმიერმა თაობამ, ახლაც და მომავალში მკაფიოდ უნდა იცოდეს 9 წლიან ნაცტერორზე და უტიფარი, უბინძურესი პარტიად წოდებული ენმ გასაქრობია საჯარო სივრციდან“ - წერს აბაშიძე facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031