გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: „ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე რეჟიმი ოჯახებს, მიცვალებულის დასაფლავების უფლებას უზღუდავდა, ნათესავებს ატერორებდა და საზოგადოებას ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდა

10-04-2025

„ასე ანადგურებდა ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმი ოჯახებს. მათ მიერ მოკლულ მიცვალებულის დასაფლავების უფლებასაც უზღუდავდა ჭირისუფალს, სამძიმარზე მისულ ნათესავებს ატერორებდა და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდა საზოგადოებას, რომ ყველას იგივე ბედი ელოდა, ვინც სისტემის წინააღმდეგი იქნებოდა“ - „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომას გამოეხმაურა, სადაც სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ ტრაგიკული ამბის დეტალები საჯაროდ კიდევ ერთხელ გაიხსენა.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დღეს, გამოდიან ტვინარეული ახალგაზრდები და წარმოდგენაც არ აქვთ - თუ ვის რეაბილიტაციას ემსახურებიან.


„ასე ანადგურებდა ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმი ოჯახებს. მათ მიერ მოკლული მიცვალებულის დასაფლავების უფლებასაც უზღუდავდა ჭირისუფალს, სამძიმარზე მისულ ნათესავებს ატერორებდა და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდა საზოგადოებას, რომ ყველას იგივე ბედი ელოდა, ვინც სისტემის წინააღმდეგი იქნებოდა. დღეს, გამოდის რომელიღაც ქვეყნის ელჩი და წარსულ დიდებასა და "დემოკრატიის შუქურაზე" გვესაუბრება... დღეს, გამოდიან მოძალადე რეჟიმის შემქმნელები და ადამიანის უფლებებზე გვმოძღვრავენ... დღეს, გამოდიან ტვინარეული ახალგაზრდები და წარმოდგენაც არ აქვთ - თუ ვის რეაბილიტაციას ემსახურებიან... P.S. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამ უპრეცედენტო, ბოროტი საქმის გამო უნდა გასამართლდეს სააკაშვილის რეჟიმი კანონის უმკაცრესად. ნაციონალური მოძრაობა ასაკრძალი კი არა - გასანადგურებელია სამაგალითოდ!,“ - წერს ქადაგიძე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031