გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა: ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ვანო მერაბიშვილმა შს სამინისტროში აღადგინა

11-04-2025

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად მისი შვილის, ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, აცხადებს, რომ „ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა“.


„ის, რომ ბაშალეიშვილი სამი წლით დაიჭირეს, რომელსაც სულ ცოტა 15 წელი ეკუთვნოდა, ამას ჰქვია ახალი გარემოება, რომლის დროსაც საქმე შეიძლება დაიშალოს და მე ეს ხელში მეჭირა. მინდა გითხრათ, რომ ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა.


ოქრუაშვილმა რაც გააკეთა ყველამ იცის. ოქრუაშვილი სასამართლოში მე მეუბნება, რომ „სოსო, ხომ იცი შენ შენი შვილის მკვლელი, მოგცემ იარაღს და მოკალიო“. ამას რომ გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ოქრუაშვილი მოწმედ იყო დაბარებული სასამართლოში და იქ ვნახე“- განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031