გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომპანია „CMC“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თემურ ხონელია: საკითხი უფრო მორალურია, ვიდრე სამართლებრივი და მიგვაჩნია, რომ ჩიხური სიტუაცია სწორად იქნეს გაანალიზებული

11-04-2025

„კომპანიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა ჭიათურელების მიმართ და ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ წლებია კომპანია ამუშავებს ზარალიან კომპანიას“- ამის შესახებ კომპანია „CMC”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თემურ ხონელიამ „ჭიათურა მენეჯმენტკომპანის“ სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


როგორც თემურ ხონელიამ აღნიშნა, წლებია კომპანიას ამუშავებს იმის მიუხედავად, რომ ათეულობით მილიონიან ზარალზე არის საუბარი.


„საუბარი არ არის 1 და 2 მილიონ ზარალზე, არამედ ათეულობით მილიონ ზარალზე. ამ პირობებში, შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, არ მიგვაჩნია სწორად, რომ კომპანიას მეტი წნეხი ჰქონდეს შექმნილ სიტუაციაში და გამოსავალზე არ ვფიქრობდეთ. ეს საკითხი უფრო მეტად მორალურია, ვიდრე სამართლებრივი და შესაბამისად მიგვაჩნია, სწორი მიდგომების განვითარება.


მნიშვნელოვანი არის, რომ ჩიხური სიტუაცია იქნეს სწორად გაანალიზებული იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში ავითარებდა ჭიათურის მიმართულებით. კომისიის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მთელი რიგი განცხადებებიც გააკეთა და მიმდინარეობს ოპტიმალური ვერსიების შემუშავება სიტუაციის გაჯანსაღების და სტაბილიზაციის მიმართულებით“ - განაცხადა თემურ ხონელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031