გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქედაში ავარიას პატარძალი და 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

1-11-2018

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის 15 წლის მოზარდია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად სულ სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.


როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გარდაცვლილთა შორის 22 წლის პატარძალია, რომელსაც გუშინ ბათუმში ქორწილი ჰქონდა და სოფელში, სახლში ბრუნდებოდა.


მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.


თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი სოფელ დოლოგანში ცენტრალურ გზაზე მილს დაეჯახა.


ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო გვერდი ავრცელებს

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31