გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლედი აფრასიძე: ფანჯრებიდან, კარებიდან, ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები ვიყავით

11-04-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის საქმე განიხილება, შმაგი აფრასიძის შვილმა, ლედი აფრასიძემ ისაუბრა.


ლედი აფრასიძის თქმით, ფანჯრებიდან, კარებიდან, ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები იყვნენ, ეს ძალიან კარგად იცოდნენ სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში, იმ დროს, იყვნენ პატარა ბავშვები.


„ძალიან პატარა ვიყავი, შესაბამისად, ძალიან მეშინოდა, მარტი იყო, სიცივე, ჩაცმაც ვერ მოვასწარი ისე შეგვყარეს საწოლის ქვეშ და დედა მეუბნებოდა, კედელთან რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავი, რადგან ტყვიებს არ მოეღწია. ამ დროს მამაჩემი, შმაგი აფრასიძე, ირგვლივ გვაფარებდა ნივთებს, როგორც შეეძლო. როგორ აღვწერო არ ვიცი, ფანჯრებიდან, კარებიდან ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები ვიყავით.


ძალიან კარგად იცოდნენ სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში, იმ დროს ვიყავით პატარა ბავშვები. თუმცა, არც ჩვენ არ დაგვინდვეს და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, თვალწინ დაგვიხოცეს, ფაქტობრივად, ოჯახის წევრები. მეორე სახლში იყო გიორგი, იმ სახლში, რომელიც დაიწვა“, - განაცხადა ლედი აფრასიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031