გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როდესაც უკიდურესად ძალადობრივი ქმედებები კონკრეტულმა ძალებმა შეაფასეს მშვიდობიან აქციებად, ეს არის უტიფრობა

11-04-2025

როდესაც ცხადად ძალადობრივი, უკიდურესად ძალადობრივი ქმედებები კონკრეტულმა ძალებმა შეაფასეს, როგორც მშვიდობიანი აქციები, ეს არის უტიფრობა, სხვა სახელი ამას უბრალოდ არ შეიძლება, დაერქვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ადამიანები მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთით, ისინი იღებენ დაკვეთებს და როგორც აგენტები, იძულებული არიან, გააკეთონ უხეში შეფასებები.


„გახსოვთ ხუთი დღის განმავლობაში რა მასშტაბის ძალადობას სჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო შტურმი სახელმწიფო შენობებზე, იყო შტურმი პოლიციელების, სამართალდამცველების წინააღმდეგ და ამას უწოდებენ მშვიდობიან აქციებს, ეს არის უტიფრობა, სხვა შეფასება უბრალოდ არ შეიძლება, მიეცეს ასეთ ქმედებებს. აქაც ჩანს, რომ რეალურად კონკრეტული ადამიანები მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთით, აქ საუბარია როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებზე, ასევე უცხოელ პოლიტიკოსებზე, ისინი იღებენ დაკვეთებს და როგორც აგენტები, იძულებული არიან, რომ გააკეთონ ასეთი უხეში შეფასებები, რომლებიც არის არამარტო უბრალოდ მცდარი, არამედ არის ჩვეულებრივი შიშველი ტყუილი. საზოგადოება ამასთან დაკავშირებით გამოიტანს საკუთარ დასკვნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031