გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია რადიკალებზე: უმცირესობის უმცირესობაში არიან, ბედავენ 9 აპრილის მემორიალთან მისული ხალხის ბულინგს, საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას და კომისიის ხელმძღვანელთან სახლში მივარდნას

12-04-2025

ახლა, როდესაც ხელისუფლებაში არ არიან და არიან უმცირესობის უმცირესობაში, ბედავენ 9 აპრილის მემორიალთან მისული ხალხის ბულინგს, საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას და კომისიის ხელმძღვანელთან სახლში მივარდნას, - წერს გიორგი გამსახურდია რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებზე, რომლებიც პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის სახლთან იმყოფებოდნენ.


გიორგი გამსახურდიას თქმით, რადიკალებს სასწრაფოდ უნდა გაეცეთ ჯეროვანი პასუხი კანონის სრული დაცვით და სახელმწიფომ ისინი დროზე უნდა მოთოკოს.


„ახლა როდესაც ხელისუფლებაში არ არიან და არიან უმცირესობის უმცირესობაში, ბედავენ 9 აპრილის მემორიალთან მისული ხალხის ბულინგს, საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას და კომისიის ხელმძღვანელთან სახლში მივარდნას.


თქვენ წარმოგიდგენიათ ესენი რაებს კადრულობდნენ, ხელისუფლებაში რომ ეყარნენ და მცირედი წარმატების შემთხვევაში (რაც წარმოუდგენელი ზღაპარია) რას იკადრებენ? სასწრაფოდ უნდა გაეცეთ ამ შთამომავლობით მავნებლებს და აგენტურას ჯეროვანი პასუხი, კანონის სრული დაცვით. ასეთი ყველაფრის მკადრებლები, რომ ვიყოთ, ჩვენც კარგად ვიცით ამათი მისამართები... დროზე ამათი მოთოკვა!“ - წერს გამსახურდია Facebook-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31