გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წილოსანი საგამოძიებო კომისიაზე: ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას და იმ ღირსეული ბავშვებისა და ოჯახების გაცნობას, რომლებსაც ასე დაუნდობლად მოექცა რეჟიმი

12-04-2025

„მუდმივად გვაკრიტიკებს ოპოზიცია - რა ვერ დაამთავრეთ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბარიო… ვერც დავამთავრებთ. ის კი არა, ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას და იმ ღირსეული ბავშვებისა და ოჯახების გაცნობას, რომლებსაც ასე დაუნდობლად მოექცა რეჟიმი და „სახელმწიფოს სახელით“ სჯიდა და აწამებდა ამ ადამიანებს“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, სისტემამ სრულიად უსაფუძვლოდ, მიზანში ამოიღო აფრასიძეების ოჯახი და გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ისინი, ასე უმიზეზოდ.


„გუშინ, საზოგადოებამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იხილა და მოისმინა აფრასიძეების ოჯახის ტრაგიკული და შემზარავი ამბავი, მუდმივად გვაკრიტიკებს ოპოზიცია - რა ვერ დაამთავრეთ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბარიო… ვერც დავამთავრებთ.


ის კი არა, ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას და იმ ღირსეული ბავშვებისა და ოჯახების გაცნობას, რომლებსაც ასე დაუნდობლად მოექცა რეჟიმი და „სახელმწიფოს სახელით“ სჯიდა და აწამებდა ამ ადამიანებს. სისტემამ, სრულიად უსაფუძვლოდ, მიზანში ამოიღო აფრასიძეების ოჯახი და გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ისინი, ასე უმიზეზოდ, მადლობა ღმერთს, აფრასიძეების ოჯახის ბავშვები გადარჩნენ და ამ ოჯახიდან გადარჩენილმა ქალებმა, ღირსეული მომავალი თაობა აღუზარდეს ჩვენს ქვეყანას, რისი მომსწრენიც ჩვენ, გუშინ, ყველანი ერთად, გავხდით“, - წერს ნინო წილოსანი.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031