გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: თეა წულუკიანზე თავდასხმა არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ კომისია მთელი შემადგენლობით სწორად მუშაობს და სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს

12-04-2025

ქალბატონ თეა წულუკიანზე თავდასხმა არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ კომისია მთელი შემადგენლობით სწორად მუშაობს და სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს. საქმეს, რომელსაც - კანონს ვეღარავინ დაემალება ჰქვია! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.


მისივე თქმით, საკუთარ ემოციებს გალიაში მომწყვდეული მხეცივით ვერ მალავენ ადამიანები, რომლებსაც ეგონათ, რომ შექმნეს პოლიტიკური გუნდი, რომლის მმართველობა წლებს დაუსრულებლად აითვლიდა.


„ქალბატონ თეა წულუკიანზე თავდასხმა არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ კომისია მთელი შემადგენლობით სწორად მუშაობს და სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს. საქმეს, რომელსაც - კანონს ვეღარავინ დაემალება ჰქვია!


ამ ფონზე რა თქმა უნდა საკუთარ ემოციებს გალიაში მომწყვდეული მხეცივით ვერ მალავენ ადამიანები, რომლებსაც ეგონათ, რომ შექმნეს პოლიტიკური გუნდი, რომლის მმართველობა წლებს დაუსრულებლად აითვლიდა. ამ რწმენით შთაგონებულნი ჩადიოდნენ ხშირად დაუწერელ უკანონობას - ციხეში ქართველ კაცებს აუპატიურებდნენ, ქუჩაში უდანაშაულო ბიჭებს ხოცავდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, მათ შვილებსაც და ქონებასაც ერთნაირი არაადამიანური განცდით ართმევდნენ, უკლავდნენ.


სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი! ყველა მათგანი საკუთარი წილის პროპორციულად აგებს პასუხს კანონის წინაშე. აღარ გამოგივათ კანონთან დამალობანას თამაში, წამმზომი ჩართულია!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031