გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯონდი ბაღათურია: რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ, გაუნათლებლობის ფოიერვერკია და ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი, შეიძლება, ასე ბრბოდ გადააქციო, თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე

15-04-2025

ვფიქრობ, საერთოდ განათლების სისტემის კრახია, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ეს გაუნათლებლობის ფოიერვერკია, - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულზე და 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებზე სასაუბროდ იმყოფება. ბაღათურიას განცხადებით, ის, რომ ახალგაზრდების რაღაც ნაწილი შეიძლება ბრბოდ გადააქციო, თუნდაც, გრანტის და ბევრი ფულის ხარჯზე, განათლების სისტემის ჩავარდნაა.


„ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი, მადლობა ღმერთს, მცირე ნაწილი, მაგრამ, შეიძლება, ასე ბრბოდ გადააქციო თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე - ეს განათლების სისტემის ჩავარდნაა. როცა ასე, პრიმიტივიზმის დონეზე, შეიძლება ადამიანს დააზეპირებინო, რომ შენთვის გაკეთებული კანონი, შენ რომ არ გაგძარცვონ, „ფარას“ რასაც ვეძახით იმ კანონს დაარქვა „რუსული“ და დაგაზეპირებინონ პრიმიტიული ფრაზა „რუსული კანონი“, რუსული ოლიგარქია და ეს ქუჩაში იძახო ერთი დღე, ორი დღე, ერთი თვე, ორი თვე, ასე ქუჩაში იარო და იძახო, ეს ტრაგედიაა და ნამდვილად ძალიან განვიცდი ამას. ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ მივიღეთ მონოპოლიები განათლების სისტემაში და სპეკულაციურად მაღალი ფასები.“ - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031