გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩორჩანას მცხოვრები თემურ კაპანაძე გახარიას მიერ საგუშაგოს ჩადგმაზე: ლამის ომი მოჰყვა - ტყით ვერ ვსარგებლობთ, საბალახო აღარ გვაქვს

16-04-2025

ლამის ომი მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას, ჩვენი საგუშაგოს გახსნას, - ასე აფასებს სოფელ ჩორჩანას მაცხოვრებელი თემურ კაპანაძე, შს მინისტრობის დროს გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს აშენების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.


როგორც ადგილობრივმა "ქრონიკას" განუცხადა, სოფლის მოსახლეობისთვის ამ ნაბიჯს ცუდი შედეგი მოჰყვა, ვინაიდან, ვეღარც ტყით სარგებლობენ და აღარც საძოვარი აქვთ, შესაბამისად, იგი გადაწყვეტილებას პროვოკაციად აფასებს.


„სამი "ბეტეერი" დააყენეს გზა სადაც ჩადის, მინდორზე, მზად იყვნენ. ჩვენთვის მოჰყვა ცუდი შედეგი, რომ ტყით ვერ ვსარგებლობთ, საბალახო აღარ გვაქვს. ჯერ ჩვენ ჩავდგით, ქართველებმა, საგუშაგოები, მერე ამათ, გაბრაზებულებმა ტყე წაიღეს და პოსტები დადგეს. მე გამაფრთხილა ჯარისკაცმა, 200 მეტრზე ახლოს არ მოხვიდე, თორემ, გესვრიო. პროვოკაცია იყო ჩემი აზრით, რისთვის სჭირდებოდათ ის ღობე, არ ვიცი“, - განაცხადა თემურ კაპანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031