გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩორჩანას მცხოვრები ელგუჯა ხარაჯიშვილი გახარიას მიერ საგუშაგოს ჩადგმაზე: ვეღარც ტყეში მივდივართ, ვეღარც საძოვრებზე გაგვყავს საქონელი - რაც თავი მახსოვს, იმ ტყით ვსარგებლობდით

16-04-2025

სოფელ ჩორჩანას მკვიდრი, ელგუჯა ხარაჯიშვილი, "ქრონიკასთან" იმ ზიანზე საუბრობს, რაც გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, მის მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.


როგორც ელგუჯა ხარაჯიშვილი აცხადებს, სოფელი ტყის და საძოვრების გარეშე დარჩა. ის ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას პროვოკაციად აფასებს.


"ვეღარც ტყეში მივდივართ, ვეღარც საძოვრებზე გაგვყავს საქონელი. სოფელი ტყის გარეშეა, თანაც, სოფლის ტყე იყო და დავკარგეთ. 65 წლის კაცი ვარ, რაც თავი მახსოვს, იმ ტყით ვსარგებლობდით, საძოვარზე დაგვყავდა საქონელი. უკვე იქით ავტომატებით დგანან და საშიშია. პროვოკაცია იყო [საგუშაგოს ჩადგმა], რა უნდოდა იქ პოსტს?!" - განაცხადა ადგილობრივმა "ქრონიკასთან" საუბრისას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31